მართლმსაჯულების სიმულატორი

 

სამართლის ინოვაციური სკოლა ექსკლუზიურად ახორციელებს პროგრამას „მართლმსაჯულების სიმულატორი“. სწავლების პროცესი სრულად არის დაფუძნებული „ლანგდელის მეთოდზე“, კეთებით სწავლებასა და სიმულაციაზე. კურსი მოიცავს, როგორც სააუდიტორო სწავლებას, ასევე საშინაო დავალებებს. თითოეულ მსმენელს მინიჭებული აქვს კონკრეტული სიმულაციური უფლებამოსილება და მის ფარგლებში ახორციელებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას, რეალიზებას და განვითარებას. სწავლება შედგება მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპისგან და მსმენელების მაქსიმალური ჩართულობაა უზრუნველყოფილი.