პროექტები


საკვირაო სკოლა

იურისტის კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება პროექტი "საკვირაო სკოლა". პროექტის სასწავლო პროგრამები მორგებულია საშუალო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებისათვის და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.


პროექტი საშუალო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებისთის ითვალისწინებს 8 საათიან სასწავლო პროგრამას "იურიდიულზე ხო არ ჩავაბარო ?!". კურსს უძღვება უმაღლესი კლასის პრაქტიკოსი იურისტის, ფსიქოლოგის და პედაგოგის გუნდი, რომელიც შესაბამისი მოდულის საფუძველზე სკოლის მოსწავლეებს, ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე, დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. მსმენელებს მიეწოდება სრული ინფორმაცია იურიდიული განათლების, იურისტის პროფესიის, შრომითი ბაზრის და პროფესიული საქმიანობის შესახებ.


პროექტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ითვალისწინებს 8 საათიან სასწავლო პროგრამას "იურისტის სპეციალიზაცია". კურსს უძღვება უმაღლესი კლასის პრაქტიკოსი იურისტი, რომელიც შესაბამისი მოდულის საფუძველზე დაეხმარება სტუდენტებს სპეციალიზაციის არჩევის დროს გადაწყვეტილების მიღებაში. მსმენელებს მიეწოდება სრული ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა სპეციალიზაციის თავისებურებების, კონკრეტული სპეციალიზაციის მიხედვით კარიერის დაგეგმვის და მოლოდინების შესახებ.


პროექტი ასევე ითვალისწინებს როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის სკოლის სპეციალურ პროგრამებს.


მართლმსაჯულების სიმულატორი

სამართლის ინოვაციური სკოლა ექსკლუზიურად ახორციელებს პროექტს "მართლმსაჯულების სიმულატორი". სწავლების პროცესი სრულად არის დაფუძნებული ჰარვარდის სამართლის სკოლის, კერძოდ, "ლანგდელის მეთოდზე", რომელიც თავის თავში მოიაზრებს, როგორც კეთებით სწავლებას, ისე შემთხვევის/მოვლენის სიმულაციას. კურსი მოიცავს, როგორც სააუდიტორიო სწავლებას, ასევე საშინაო დავალებებს. თითოეულ სმენელს მინიჭებული აქვს კონკრეტული სიმულაციური უფლებამოსილება და მის ფარგლებში ახორციელებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას, რეალიზებას და განვითარებას. სწავლება შედგება შესაბამისი სპეციალიზაციის მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპისგან და მსმენელების მაქსიმალური ჩართულობაა უზრუნველყოფილი.


ბიზნეს სამართლის ინოვატორი

პროგრამა სრულიად ახალი ხედვაა კერძო სამართალში. ბიზნეს სამართლის კონკრეტული მიმართულებებით კეთებით სწავლებისა და სიმულაციური მეთოდის გარდა ინოვაციურად იქნება წარმოდგენილი კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, როგორც კონკრეტული ბიზნეს მოდელები. პროგრამა ორიენტირებულია, რომ მსმენელი მომავალში ჩამოყალიბდეს, როგორც ანტრეპრენერი და არა იურისტკონსულტი. იყოს დამსაქმებული - კონკრეტულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ბიზნეს მოდელის ჩამომყალიბებელი და არა დასაქმებული - სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი. პროგრამა მოიცავს კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც ბიზნეს სამყაროს ყოველდღიური აქტივობის შემადგენელი ნაწილია.


ხელოვნური ინტელექტი

სამართლის ინოვაციური სკოლა გარდა ექსკლუზიური სასწავლო პროექტებისა ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების კვლევებს საქართველოს რეალობაში. პროექტის ფარგლებში იქმნება შიდასახელმწიფოებრივი დიდი მონაცემთა ბაზები, ვიკვლევთ მათი დამუშავების, გაცვლის, გაანალიზებისა და თვითკორექტირების შესაძლებლობებს.


პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის იურისტებისთვის, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ვირტუალური ასისტენტის შემუშავება, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში, ბრიფ-ანალიზის ფორმატში, მიაწვდის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის დადგენილ პრაქტიკას.


პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა ხელშეკრულების გენერირების პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც სრულად დაფუძნებული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე.


მართლმსაჯულების მენეჯმენტი

პროექტი ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და შესაძლებლობების განვითარებას ქართულ რეალობაში. ახალი სტრუქტურები, ტექნოლოგიური შესაძლებლობები, საკანონმდებლო რეგულაციები ერთობლიობაში ქმნიან მართლმსაჯულების რთულ კორპორატიულ სისტემას, რომელიც სპეციალურ ცოდნას და მენეჯერულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სკოლა ახორციელებს პროექტს, რომელიც ერთის მხრივ იკვლევს მართლმსაჯულების სისტემის მართვის ინოვაციურ მეთოდებს და მეორეს მხრივ ახორციელებს სასწავლო პროგრამას ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურვილი აქვს ცოდნა და უნარები გაიუმჯობესონ მართმსაჯულების სისტემაში მენეჯმენტის მიმართულებით.


ციფრული სამართლის სკოლა

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების შესაძლებლობები გააჩინა. პროექტი ითვალისწინებს იურიდიული განათლების, კერძოდ ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გაციფრულებას და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობას.


სტიპენდია

სკოლის ძირითად მისიას წარმოადგენს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური სარგებლის შექმნა და ჩვენი ხედვაა განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდა იურისტების აღმოჩენა, მათში ცოდნისა და მოტივაციის გაზრდა და კარიერული პარტნიორობა, სწორედ ამიტომ სკოლაში საუკეთესო კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს, როგორც კორპორატიული ასევე სახელობითი სასტიპენდიო პროგრამები. შეფასების სპეციალური სისტემისა და კრიტერიუმების შესაბამისად განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა იურისტებს დაენიშნებათ ყოველწლიური სტიპენდია.