კარიერის დაგეგმვის საკვირაო კურსი
სამართლის ინოვაციური სკოლის ერთ-ერთი მიმართულებაა იურისტის კარიერის დაგეგმვა. პროგრამები მორგებულია საშუალო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებისათვის და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. სასწავლო პროგრამა მსმენელებს დახმარებას უწევს გადაწყვეტილების მიღებაში. მათ მიეწოდება სრული ინფორმაცია იურიდიული განათლების, იურისტის პროფესიის, სამართლის სხვადასხვა სპეციალიზაციის თავისებურებების, შრომითი ბაზრის და პროფესიული საქმიანობის, კარიერის დაგეგმვის და მოლოდინების შესახებ რაც უადვილებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.