სამართლის ინოვაციური სკოლა - გზა წარმატებისკენ!

 

სამართლის ინოვაციური სკოლა, კერძო განგრძობადი განათლების დაწესებულებაა, რომელიც გულისხმობს მსმენელებისათვის ფორმალური განათლების მიღმა პრაქტიკული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შეძენას. სკოლის სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები ახალი ხედვაა საქართველოს იურიდიული განათლების სისტემაში. საგანმანათლებლო პროცესი დაფუძნებულია "ლანგდელის მეთოდზე", კეთებით სწავლებასა და სიმულაციებზე. სასწავლო მოდულები შერჩეულია შრომით ბაზარზე იურისტისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სწავლება მიმდინარეობს ექსკლუზიური პროგრამით, უმაღლესი კვალიფიკაციის პრაქტიკოსი იურისტების მიერ.