ჩვენი გუნდი

შალვა თადუმაძე

მენტორი/ტრენერი

მოსამართლე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

ექსპერტიზის სფერო: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / სისხლის სამართლის პროცესი

განათლება: პროფესიით იურისტი ფლობს თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს.

პროფესიული გამოცდილება:

შალვა თადუმაძე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. იგი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება მართლმსაჯულების სფეროში. მისი საქმიანობა უკავშირდება როგორც კერძო საადვოკატო პრაქტიკას ზოგადი სპეციალიზაციით, ასევე კანონშემოქმედებით, საპროკურორო და სამოსამართლო საქმიანობას. მას აქვს არასამთავრობო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის, აგრეთვე კერძო კომპანიის და სახელმწიფო უწყებების წარმატებული მართვის ხანგრძლივი გამოცდილება;

შალვა თადუმაძეს, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. იგი, ასევე იყო საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი;

შალვა თადუმაძე, ჩართული იყო საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელებული, მართლმსაჯულების სფეროს მომწესრიგებელი სხვადასხვა სამართლებრივი აქტების რეფორმის პროცესში. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას;

გარდა სამოსამართლო უფლებამოსილებისა, მისი საქმიანობა აგრეთვე უკავშირდება აკადემიურ/საგანმანათლებლო სფეროს. იგი არის სადისერტაციო ნაშრომის ავტორი თემაზე - "სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები", ასევე არის ნაშრომის ავტორი თემაზე - "მართლმსაჯულების მართვის თანამედროვე მეთოდები".