ჩვენი გუნდი
ლაშა კალანდაძე
ტრენერი
ადვოკატი / მედიატორი / ყოფილი მოსამართლე
ექსპერტიზის სფერო: სამოქალაქო სამართალი / სამოქალაქო სამართლის პროცესი /
კომერციული და საბანკო სამართალი / საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები
განათლება: პროფესიით იურისტი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლომს. ასევე ფლობს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის (აშშ) სამართლის მაგისტრის დიპლომს.
პროფესიული გამოცდილება:
ლაშა კალანდაძე არის იურიდიული კომპანია Metric Law/Tax - ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი;
მას აქვს კლიენტების საერთაშორისო დონეზე წარდგენის გამოცდილება და ეხმარება უცხოელ ინვესტორებს საქართველოში კომპანიების/ბიზნესის ჩამოყალიბებაში, გაფართოებასა და კრიპტოვალუტის მოზიდვაში, ბლოკჩეინ და ფინტექ სისტემების ჩამოყალიბებაში;
იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო, სახელშკრულებო, კომერციული, სამოქალაქო საპროცესო, ეკონომიკური, სამეწარმეო, საბანკო, გაკოტრების, სადაზღვევო და დელიქტურ სამართალში;
2013 წლიდან, იგი არის CEDR (Center for Effective Dispute Resolution) -ის საერთაშორისო აკრედიტებული მედიატორი;
ლაშა კალანდაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი და მოწვეული ლექტორი საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
მას აქვ სამოსამართლო საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება და ჩართული იყო სამოქალაქო სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში, როგორიც არის: სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კანონი არბიტრაჟს შესახებ, კანონი სააღსრულებო წარმოების შესახებ, მეწარმეთა შესახებ კანონი და გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონი.