ჩვენი გუნდი
ბესარიონ ბოხაშვილი
ტრენერი
ადამიანის უფლებათა ოფიცერი: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელი საქართველოში
ექსპერტიზის სფერო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
განათლება: პროფესიით იურისტი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს. ასევე ფლობს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ნოტინგემის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის დიპლომს.
პროფესიული გამოცდილება:
ბესარიონ ბოხაშვილი არის ადამიანის უფლებათა ოფიცერი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელი საქართველოში;
2004 წლიდან, იგი არის ევროპის საბჭოს (CoE), ევროპის კავშირის (EU), გაეროს განვითარების ფონდის (UNDP), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (GTZ) ექსპერტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სფეროში;
მას, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლებისთვის (მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ადვოკატები) ისევე როგორც ჟურნალისტებისთვის ჩატარებული აქვს 350-ზე მეტი ტრენინგი ცნობიერების ამაღლების მიზნით ადამიანის უფლებათა უნივერსალურ და რეგიონალურ სტანდარტებზე;
ბესარიონ ბოხაშვილი არის ადამიანის უფლებების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი და თანაავტორი;
იგი არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრენერი, ლექტორი და ასოცირებული პროფესორი;
2017 წლიდან, ბესარიონ ბოხაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი;
მას აქვს როგორც სტრატეგიული სამართალწარმოების ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე იგი მუშაობდა სახელმწიფოს წარმომადგენლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.