12 თებ

პრაქტიკული მოდული - "გამომძიებელი"

სასწავლო პროგრამა: "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი-პრაქტიკული მოდული- გამომძიებელი"

სამართლის ინოვაციური სკოლის მიერ განხორციელებული სასწავლო პროგრამის -"სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი" მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, სკოლამ გამოაცხადა მსმენელთა მიღება სასწავლო პროგრამაზე "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი - პრაქტიკული მოდული - გამომძიებელი".

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სკოლას გათვალისწინებული ჰქონდა 12 მსმენელის შემადგენლობით, მხოლოდ ერთი ჯგუფის ფორმირება, თუმცა, არსებული მოთხოვნისა და მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, გადაწყდა დამსწრეთა რაოდენობის 15-მდე გაზრდა და დამატებით მეორე ჯგუფის შექმნა. პრაქტიკული მოდულის მსმენელთა ორივე ჯგუფი დაკომპლექტდება რეგისტრირებულთა რიგითობის მიხედვით.

სასწავლო პროგრამა განკუთვნილი იქნება სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის ან/და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისთვის. პროგრამის გავლის შემდეგ, სკოლის მიერ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია შეწყვეტილია, რადგან დასწრების მსურველთა რაოდენობა ხუთჯერ აღემატება არსებულ შესაძლებლობებს. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

მადლობას ვუხდით პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს და უახლოეს მომავალში, მოთხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმება მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა აქტივობები.