ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოება-პრაქტიკული კურსი

2023.05.20 - 2023.05.28

    ურსი მოიცავს 16 საათს

    პროგრამა ითვალისწინებს საშინაო დავალებებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს


    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

    info@innovativeschool.ge

    +995 577 111 301

ბესარიონ ბოხაშვილი - გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცერი (OHCHR)
პროგრამის ღირებულება: 660.00 ₾

პროგრამა განკუთვნილია: მოქმედი იურისტებისთვის სტუდენტებისთვის

აღწერა

კურსი მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის (ECtHR) საჩივრით მიმართვის პრაქტიკულ სწავლებას.

თემები:

1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები;

2. აბსოლუტური უფლებები და უფლებები, რომლებიც ექვემდებარებიან შეზღუდვას;

3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტრუქტურა, ვებ გვერდი, საჩივრის ფორმა, მომჩივანისათვის სასარგებლო ინფორმაცია;

4. საჩივრის მთავრობასთან კომუნიცირება, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი;

5. დასაშვებობის კრიტერიუმები;

6. საჩივრით მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება;

7. დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება;

8. მეგობრული მორიგება, ცალმხრივი განცხადება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და ზედამხედველობა;

9. კონვენციის 2-6 მუხლებთან და 8-11 მუხლებთან დაკავშირებული საჩივრის თავისებურებები;

10. სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ტრენერის შესახებ

ბესარიონ ბოხაშვილი არის ადამიანის უფლებათა ოფიცერი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელი საქართველოში.

2004 წლიდან, იგი არის ევროპის საბჭოს (CoE), ევროპის კავშირის (EU), გაეროს განვითარების ფონდის (UNDP), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (GTZ) ექსპერტი  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სფეროში.

მას, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლებისთვის (მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ადვოკატები) ისევე როგორც ჟურნალისტებისთვის ჩატარებული აქვს 350-ზე მეტი ტრენინგი  ცნობიერების ამაღლების მიზნით ადამიანის უფლებათა უნივერსალურ და რეგიონალურ სტანდარტებზე.

ბესარიონ ბოხაშვილი არის ადამიანის უფლებების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი და თანაავტორი.

იგი არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრენერი, ლექტორი და ასოცირებული პროფესორი.

2017 წლიდან, ბესარიონ ბოხაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

მას აქვს როგორც სტრატეგიული სამართალწარმოების ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე იგი მუშაობდა სახელმწიფოს წარმომადგენლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.