„ხელშეკრულების გენერირება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით"
2024.02.02
გაზიარება
ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
სამართლის ინოვაციურმა სკოლამ, დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტის განხორციელება სახელწოდებით "ხელშეკრულების გენერირება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით".
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგად, მიმდინარეობს ევროპული სტანდარტით დაცული და აკრედიტებული დახურული მონაცემთა ბაზების შექმნა, რომელთა საფუძველზე განხორციელდება მანქანური სწავლების პროცესი, რაც სამოქალაქო ურთიერთობების რეგულირებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, მომხმარებელმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დააგენერიროს და გააფორმოს მისთვის საჭირო ხელშკრულება, შეინახოს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენებით და შეძლოს მისი ავტომატიზებული მენეჯმენტი.