„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი“
სასტიპენდიო სასწავლო პროგრამა "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი"
2023 წლის 13 ოქტომბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, სამართლის ინოვაციურ სკოლაში განხორციელდა სრულიად ახალი, საპილოტე პროექტი - სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამა "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი".
სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდა ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლების, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 12 სტუდენტი (ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის და მაგისტრატურის სტუდენტები).
პროგრამის მსვლელობისას გამოყენებული სწავლების მეთოდი დაფუძნებული იყო ჰარვარდის სამართლის სკოლის "ლანგდელის" მეთოდზე, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც გულისხმობს სიმულაციას, იგივე "როლური თამაშების" ერთობლიობას.
სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამაში მონაწილე მსმენელებს, პრაქტიკული სწავლებისას მინიჭებული ჰქონდათ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შესაბამისი პირის უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფდა მათ მაქსიმალურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე. კურსი მოიცავდა, როგორც სააუდიტორიო სწავლებას, ასევე საშინაო დავალებებს.
სწავლების პროცესში, მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეძიათ ურთულესი სისხლის სამართლის საქმე, მოერგოთ ადვოკატის, გამომძიებლის, სახელმწიფო ბრალმდებლის და სამივე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის როლი, შეექმნათ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტები, მოეხდინათ მათი საჯარო პრეზენტაცია, მიეღოთ სხვადასხვა დონისა და სტანდარტის გადაწყვეტილებები და დასაბუთების აუცილებელი სტანდარტით დისკუსიებში დაეცვათ საკუთარი პოზიცია. შედეგად, სწავლების ამგვარი მეთოდით მსმენელებს ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკოსი იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროგრამას უძღვებოდა, მართლმსაჯულების სფეროში მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე - მენტორი/საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მოსამართლე - შალვა თადუმაძე.
სწავლების ფინალურ ეტაპზე მოხდა საუკეთესო მსმენელის გამოვლენა, რომელიც 2024 წლის განმავლობაში მიიღებს "სამართლის ინოვაციური სკოლის" სტიპენდიას!
სამართლის ინოვაციური სკოლა, კვლავ გააგრძელებს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და მომავალშიც განახორციელებს მსგავსი შინაარსის სასტიპენდიო პროგრამებს.
სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის ფოტო და ვიდეო კოლაჟის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე: