ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია

 

სამართლის ინოვაციური სკოლა გარდა ექსკლუზიური სასწავლო პროგრამებისა ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების კვლევებს საქართველოს რეალობაში. ქმნის დიდ მონაცემთა ბაზებს, იკვლევს მონაცემთა დამუშავების, გაცვლის, გაანალიზებისა და თვითკორექტირების შესაძლებლობებს. კვლევების ძირითადი მიმართულებაა საქართველოს პრაქტიკოსი იურისტებისთვის შეიქმნას ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ვირტუალური ასისტენტები და გადაწყვეტილების მიმღები პროგრამები.