სკოლის შესახებ 

სამართლის ინოვაციური სკოლა კერძო, განგრძობადი განათლების დაწესებულებაა. სკოლის მიზანია პრაქტიკოსი იურისტისთვის განგრძობადი განათლების უზრუნველყოფა თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს კარიერული წინსვლა მისთვის საინტერესო სპეციალიზაციით. სკოლის მაღალკვალიფიციური მენტორები ტრენინგებს, კეთებით სწავლებისა და სიმულაციური მეთოდოლოგიით, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებში ატარებენ. სკოლის თითოეული პროგრამა შემუშავებულია ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის და ორიენტირებულია მათი პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე.


მისია
სკოლის მიზანია პრაქტიკოსი იურისტისთვის, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, განგრძობადი განათლების სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც მომავალში შეძლებს წარმატებით გააგრძელოს კარიერული წინსვლა მისთვის საინტერესო სპეციალიზაციით. ჩვენ მისიას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური სარგებლის შექმნაში ვხედავთ. 


"ცოდნა გამბედაობაა". ჩვენ ვნერგავთ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროცესის ინტერაქტიურობას, პრაქტიკოსი იურისტისთვის კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც სამომავლოდ მათ კარიერულ საქმიანობაში მეტ გამბედაობას მატებს. 

 

ჩვენ გვჯერა, რომ შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი განგრძობადი იურიდიული განათლება უზრუნველყოფს სტაბილურ საქმიანობას და კარიერულ წინსვლას. სწორედ ამ მიზნით გვსურს ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იურისტთა გუნდი, რომლებიც შრომით ბაზარზე გამორჩეულნი იქნებიან თავიანთი მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული და პროფესიული სტანდარტებით. 

ხედვა

დაფუძნების დღიდან ჩვენი კომპანიის ხედვას წარმოადგენს: არაფორმალური და ინოვაციური იურიდიული განათლების დაწესებულებად ჩამოყალიბება; იურისტის პროფესიის მიმართ ხარისხობრივად და თვისობრივად განსხვავებული წარმოდგენის შექმნა, რომელიც სრულად შესაბამისობაშია თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან; განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდა იურისტების აღმოჩენა, ცოდნისა და მოტივაციის გაზრდა და მათი კარიერული პარტნიორობა; სამართლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. 

საქმიანობა

სამართლის ინოვაციური სკოლის ძირითადი საქმიანობაა:

- თანამედროვე პედაგოგიკაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების განხორციელება;

- იურისპრუდენციაში ტექნოლოგიური შესაძლებლობების კვლევა;

- იურისპრუდენციაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა;

- სამართლის ციფრული სკოლა.