სამოქალაქო სამართლის საპროცესო დოკუმენტების შემუშავების მეთოდიკა

2023.05.25 - 2023.06.15

    ურსი მოიცავს 12 საათს

    პროგრამა ითვალისწინებს საშინაო დავალებებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს


    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

    info@innovativeschool.ge

    +995 577 111 301

ლაშა კალანდაძე - ადვოკატი/მედიატორი/ყოფილი მოსამართლე
პროგრამის ღირებულება: 500.00 ₾

პროგრამა განკუთვნილია: მოქმედი იურისტებისთვის სტუდენტებისთვის

აღწერა

პრაქტიკული საავტორო კურსი - „სამოქალაქო სამართლის საპროცესო დოკუმენტების შედგენის მეთოდიკა“ ითვალისწინებს 12 საათიან სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკულ საკითხებს, კაზუსების განხილვას და საშინაო დავალებების შესრულებას (სარჩელის, შესაგებელის, მტკიცებულებების შედგენა და შეფასება; სასამართლოში პროცესის შესაბამისი ეტაპების დაგეგმვა რელაციის მეთოდის გამოყენებით).

თემები:

1. რელაციის მეთოდი - რელაციის მეთოდის არსი და დანიშნულება; რელაციის მეთოდის ეტაპები (სტადიები).

2. მოსარჩელის სტადია - გამართულობა, დასაბუთებულობა; მოთხოვნის იდენტიფიცირება/შემოწმება, მოთხოვნის კანონიერი წინაპირობები; ფაქტობრივი გარემოებების ცნება; მოთხოვნის წარმომშობი ფაქტობრივი გარემოებები; დასაბუთება და დასაბუთების ტვირთი.

3. მოპასუხის სტადია - შემოწმების მიზნები მოპასუხის სტადიისას; არსებითობა; მოპასუხის შედავება და შედავების სახეები; მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის შემოწმება.

4. მტკიცების სტადია - შემოწმების მიზანი; სრული მტკიცებულება; პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები; პტკიცების ტვირთი, ძირითადი და საპირისპირო მტკიცებულებები; მტკიცებულებათა შეფასება.

კურსის მსვლელობისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და კაზუსების ამოხსნას!

ტრენერის შესახებ

ლაშა კალანდაძე არის იურიდიული კომპანია Metric Law/Tax - ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი.

მას აქვს კლიენტების საერთაშორისო დონეზე წარდგენის გამოცდილება და ეხმარება უცხოელ ინვესტორებს საქართველოში კომპანიების/ბიზნესის ჩამოყალიბებაში, გაფართოებასა და კრიპტოვალუტის მოზიდვაში, ბლოკჩეინ და ფინტექ სისტემების ჩამოყალლიბებაში.

იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო, სახელშკრულებო, კომერციული, სამოქალაქო საპროცესო, ეკონომიკური, სამეწარმეო, საბანკო, გაკოტრების, სადაზღვევო და დელიქტურ სამართალში.

2013 წლიდან, იგი არის CEDR (Center for Effective Dispute Resolution) -ის საერთაშორისო აკრედიტებული მედიატორი.

ლაშა კალანდაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი და მოწვეული ლექტორი საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მას აქვ სამოსამართლო საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება და ჩართული იყო სამოქალაქო სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში, როგორიც არის: სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კანონი არბიტრაჟის შესახებ, კანონი სააღსრულებო წარმოების შესახებ, მეწარმეთა შესახებ კანონი და გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონი.